LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

525
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:20-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ძველი სურვილების გადასახედად და ვერ ასრულებული ოცნებების ახლებურად განსახორციელებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ხელშეკრულებების და ფინანსური დოკუმენტების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები