LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს: საქართველოს საპატრიარქო

155
მეუფე სტეფანე

მიტროპოლიტ სტეფანეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება და აცხადებს, რომ „სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს“. მათივე ცნობით, მიტროპოლიტი საავადმყოფოში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები