კომპანია „ცივის ყველი“ ისრაელში ექსპორტისათვის ემზადება. წელს აღნიშნულ ქვეყანაში სულგუნი და იმერული ყველი გაიყიდება. საკითხზე „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „ცივის ყველის“ დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა ისაუბრა.
„დიდი ხანია ისრაელის მხარესთან ვმუშაობთ პირობების შესათანხმებლად. პანდემიამ თუ არ შეგვიშალა ხელი, წელს, თვეში დაახლოებით 10 ტონა ყველის ექსპორტს ვგეგმავთ“,- აცხადებს ღაღაშვილი.
ცნობისთვის, ამჟამად, „ცივის ყველი“ თვეში, დაახლოებით, 300 კილოგრამ ყველს აშშ-ში ჰყიდის. ღაღაშვილის თქმით, მოთხოვნა ძირითადად შებოლილ და ჩვეულებრივ სულგუნზეა.