LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ყაზახეთში მყოფი ქართველების მდგომარეობა – საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

83
საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,ყაზახეთში საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ელ-ფოსტითაც შეუძლიათ.

„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან.

“ბაჩანაც და ბიჭებიც გაყვანილები არიან სამშვიდობოს, ალმაათიდან მოშორებით” – ბოლო ცნობები ყაზახეთში მყოფ ქართველებზე, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ

„ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის, „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანსამბლის ხელმძღვანელის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით.

კონსულის განცხადებით, საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

უკონტროლო ვითარება ყაზახეთში: სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა

 

magti 5g