LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის კომისიის წევრები დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებს ხვდებიან

80

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ზაქარია ფირცხალაძისა და გიორგი შაბურიშვილის გამოკითხვა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს.

აღნიშნულ პირებთან ერთად ამავე ბრალდებით პატიმრობაშია საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, თენგიზ კალანდია.

დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ აღნიშნული მოწმეების გამოკითხვით დაასრულებს ახსნა-განმარტებების მოსმენას და დასკვნის მომზადებას დაიწყებს.

„საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულდება იმ ნაწილში, რაც მოწმეების გამოკითხვას ეხება. აღნიშნული პირები დანაშაულის დაფარვაში არიან ბრალდებული. ბრალი ედებათ, რომ  ერთ-ერთი მსჯავრდებული გადამალეს. კითხვებიც სწორედ ამ საკითხს შეეხება. ამის შემდეგ დასკვნის მომზადებას დავიწყებთ,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

კომისიამ გასული კვირის ბოლოს შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებები მოისმინა. კომისიაზე იმყოფებოდა ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც სხდომაზე მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g