LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლულია 26 სამოქალაქო პირი, დაჭრილია 18, დაკავებულია 3 811 – ყაზახეთის შსს

94
ყაზახეთი

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია საპროტესტო აქციებისა და არეულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით დაკავებულია 3 811 მონაწილე. მოკლულია 26 სამოქალაქო პირი, 18 კი, დაჭრილია.

„ბიბისის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ცოტა ხნის წინ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დემონსტრაციებისა და არეულობის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებსა და სამხედროებს უბრძანა, გაფრთხილების გარეშე გახსნან ცეცხლი. ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ყაზახეთში ოპერაცია გრძელდება, რადგან მებრძოლებს იარაღი ჯერ არ დაუყრიათ.

თოყაევის თქმით, ხელისუფლება მკვლელებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. და საჭიროა მათი განადგურება.

ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისა და საწვავზე ფასის სახელმწიფო რეგულირების დაპირების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდა. დემონსტრანტებმა ხელისუფლების მთლიანად შეცვლა, პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვეს.

მომიტინგეებმა რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ალმათიში დაიკავეს სამთავრობო შენობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ტერორისტები მოქმედებენ.

ყაზახეთში დაპირისპირებას 13 პოლიციელი ემსხვერპლა, მათ შორის ორს თავი მოჰკვეთეს

მედია: ნურსულთან ნაზარბაევმა შვილებთან ერთად ყაზახეთი დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g