LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულის ევაკუაციის დროს დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა

2052
Untitled design (50)

რამდენიმე თვის ბიჭი, რომელიც ავღანეთიდან აშშ-ის წარმომადგენელთა ევაკუაციის დროს, ამერიკელ ჯარისკაცებს რკინის ღობიდან გადასცეს, ცოტა ხნის წინ საკუთარ ოჯახს დაუბრუნეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბავშვის ამერიკელი ჯარისკაცისთვის გადაცემის შემდეგ, ორი თვის სოჰაილ აჰმადის მშობლებმა აეროპორტში შეღწევა მოახერხეს, თუმცა ბავშვი შიგნით ვერ იპოვეს. ბავშვის მამა, მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ს საელჩოში დაცვის სამსახურში მუშაობდა და დედა, სურაია მათ ოთხ სხვა შვილთან ერთად აშშ-ში საევაკუაციო ფრენით გადაიყვანეს.

მშობლებს რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იმყოფებოდა მათი მეხუთე შვილი. ნოემბრის თვეში ძიების კვალი 29 წლის ტაქსის მძღოლამდე, ხამიდ საფიმდე მივიდა.

29 წლის მძღოლის განცხადებით, ჩვილი აეროპორტში, მიწაზე დაწვენილი იპოვა. ხამიდმა მისი სახლში წაყვანა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდა გადაწყვიტა. ჩვილს ოჯახმა სახელიც დაარქვა.

ბავშვის ადგილსამყოფელის გარკვევის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი ბაბუამ შვილიშვილის დაბრუნება სცადა, თუმცა ბატონმა საფიმ, რომელმაც ჩვილი შეიფარა, მის ულტიმატუმი წამოაყენა – ის ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ საკუთარი ოჯახის აშშ-ში ევაკუაციას ითხოვდა.

თვენახევრიანი მოლაპარაკებებისა და 29 წლის მძღოლის მცირეხნიანი დაკავების შემდეგ, ბავშვი ბაბუას გუშინ დაუბრუნდა.

აშშ-ში ევაკუირებულმა მშობლებმა ბაბუასთან დაბრუნებული ბავშვის ნახვა ვიდეოზარის საშუალებით შეძლეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ შვილს მათთან მიჩიგანში გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g