LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალინდელი განაჩენის ფასი ბნელი მომავალი + სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარია – ხუხაშვილი  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

584
Untitled design (66)

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

„ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.

ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.

გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. ფასი – 1,5 მილიარდი დოლარი.

გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს.

ფასი – ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი. ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…“. – წერს გია ხუხაშვილი სიოციალურ ქსელში.

ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?

ხმაური სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე პროცესიდან გააძევეს

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g