LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?

122
Untitled design (59)

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს, მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დარბაზში ვითარება დაიძაბა.

“ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?”- მიმართა ე.წ.ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს.

მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა.

“3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რასთან დაკავშირებითაც, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ “სიმართლე მწარეა”.

ხმაური სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე პროცესიდან გააძევეს

“მაგ სიმართლით იარე, 3 წელია, ბოდავ”,- მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძეს უთხრა, რომ “3 წელია, მან ზრდილობა ვერ ისწავლა”.

“ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?”- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

“გავალ, ეს არ არის სასამართლო, თქვენ ხართ ბიძინას მონები”,- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

პოპულარულები