29 დეკემბერს რადიოს „არ დაიდარდო“ წინასაახალწლო გადაცემას „არის2022“ კომპოზიტორი და შემსრულებელი თამრიკო მეჭიაური სიმღერის „მელანქოლია“ პრემიერით ესტუმრა.
-თამრიკო როგორია თქვენი საახალწლო განწყობა?
-მხიარული და უდარდელი განწყობა მაქვს.
-სად ხვდებით ახალ წელს და გაქვთ თუ არა დაგეგმილი კონცერტები?
-კონცერტები რა თქმა უნდა, დაგეგმილია. საახალწლოდ ორბელიანის მოედანზე და შემდეგ უკვე 3-4 იანვარს რეგიონებში.
–როგორ აღნიშნავთ ბედობას?
–ბედობის მჯერა. გასული 2 წელი ბედობას ბათუმში შევხვდი და დამებედა კიდეც. წელს ვაპირებ სახლში შევხვდები.
-ამდენი გეგმის მიუხედავად, საახალწლო სუფრას თავად ამზადებთ?
-დიახ, თავად ვამზადებ კერძებს. ტრადიციულად, გოზინაყი, სხვადასხვა სალათები, ტკბილეულობა…
-ახალ წელს ვინ არის ხოლმე თქვენი მეკვლე?
-ძირითადად მე მიწევს მეკვლეობა, კონცერტიდან დაბრუნებულს.
-ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე “მელანქოლია“…
-ტექსტის ავტორი გახლავთ ნანა ცინცაძე. მუსიკა არის ჩემი, დამზადებულია ზაზა გოჩიტაშვილის „Z-studio”-ში. გიტარის პარტიას ასრულებს ვირტუოზი გიტარისტი გია ფეიქრიშვილი.
თამრიკო მეჭიაური – მელანქოლია
გადაცემის აუდიჩონაწერი
თამრიკო მეჭიაური. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.
ფოტოები