LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დაჯარიმდებიან

108
საბერძნეთი - ვაქცინაცია

მედიის ინფორმაციით, დღეიდან, საბერძნეთში, 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები  დაჯარიმდებიან.

არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოუწევთ.

საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული პირების 90% სრულადაა ვაქცინირებული ან აცრის გასაკეთებლად ვიზიტი დაჯავშნილი აქვს.

დაახლოებით 300 ათას ადამიანს კი დაჯარიმება ემუქრება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ტელეარხ „ANT1“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 60 წლამდე ასაკის პირებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ განიხილება.

საბერძნეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 10,783 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს კიდევ 95 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g