ქართველი სტუდენტი ვაკო მარჩელაშვილი, მსოფლიო რეკორდს ამყარებს. ახალგაზრდა წყლისქვეშ რუბიკის კუბიკის აწყობას ერთი ამოსუნთქვით ახერხებს – მისი ერთი ამოსუნთქვა კი ჩვეულებრივზე ხანგრძლივია და ერთ წუთსა და ორმოც წამს გასტანს.
რეკორდი 17 აგვისტოს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, დღემდე მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენტონი ბრუკსს ეკუთვნოდა. ბრუკსი გინესის წიგნში 2014 წლის 1-ელ აგვისტოს შევიდა, როდესაც წყალქვეშ 5 რუბიკის კუბის აწყობა მოახერხა.
19 წლის ვაკო მარჩილაშვილი რუბიკ-კუბიკის აწყობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ის წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზეც. აღნიშნული სარეკორდო ასპარეზობა მისთვის პირველი იყო.
ვაკო მარჩელაშვილმა მსოფლიო პრესის ყურადღებაც მიიპყრო – ვიდეოსიუჟეტს და ინფორმაციას მისი რეკორდის შესახებ ABC ნიუსი ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, როგორც ზის წყლით სავსე, გამჭვირვალე ავზის ფსკერზე ვაკო მარჩელაშვილი და მსოფლიო რეკორდის დამყარებას ხალხის თვალწინ ცდილობს.