LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

71
1

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 030 710-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 5 173-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 951 428-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 631 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 39 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 342 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 895-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 56 386, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, PCR ტესტით – 20 661.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 15,55%, ბოლო 14 დღის – 11,39%, ბოლო 7 დღის – 12,76%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 7 059-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა;
  • აჭარა – 851;
  • იმერეთი – 861;
  • ქვემო ქართლი – 351;
  • შიდა ქართლი – 538;
  • გურია – 119;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334;
  • კახეთი -277;
  • მცხეთა-მთიანეთი – 176;
  • სამცხე-ჯავახეთი – 165;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 625, საიდანაც:

4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 612, იმერეთში – 795.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 419, აჭარაში – 131, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

magti 5g