„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დევნას საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ნათლად ასახავს, რამდენად მძიმე სიტუაციაა პოლიტიკური დევნის ნიშნით, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ნათლად და ზუსტად ასახავს თუ რამდენად მძიმე სიტუაციაა პოლიტიკური დევნის ნიშნით ამ ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, იგივე საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნების ასასრულებლად როგორ აიძულებენ პოლიციელებს ცრუ ჩვენებების მიცემას და ჯამურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა, რომ ის არის ავტორიტარული და ახორციელებს პოლიტიკურ დევნას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რომელთაც სხვადასხვა გასაჭირი აწუხებთ“, – განაცხადა ნონიაშვილმა.