ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიის ეს ტალღა “სწორი-მიმართულებით” მიდის.
როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, შემთხვევების რიცხვი იზრდება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი ამ მონაცემს არ მიჰყვება.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში დღიური შემთხვევები 10 000-ს გადააჭარბებს, რამაც არ უნდა შეგვაშინოს:
“პანდემიის ეს ტალღა “სწორი-მიმართულებით” მიდის – შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.
“ომიკრონმა” შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს: ჰანს კლუგე