LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში „ქალწულობის ტესტირება” იკრძალება – “ვცდილობთ დავიცვათ ქალები და გოგონები ამ ქვეყანაში”

218
ქალიშვილი

მთავრობა დიდ ბრიტანეთში კოსმეტიკური ქირურგიის სახელწოდებით ჰიმენოპლასტიკის (საქალწულე აპკის აღდგენა) აკრძალვას გეგმავს.

ოპერაციის მიზანია, ხელახლა შექმნას ქალის “საქალწულე აპკი”, რომლის ქორწინებამდე დაკარგვაც ზოგიერთ კულტურაში “ღირსების შეურაცხყოფასთან” არის გაიგივებული.

პროცედურა კრიმინალიზდება,  როგორც ქალიშვილობის ტესტი.

ზრუნვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მინისტრმა ჯილიან კიგანმა განმარტა, რომ მთავრობა “მოწოდებულია დაიცვას დაუცველი ქალები და გოგონები ამ ქვეყანაში”.

ჰიმენოპლასტიკა ხელმისაწვდომია კლინიკებში და შეიძლება დაჯდეს 3000 ფუნტამდე.

აქვე უნდა აღინიშნოს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ საქალწულე აპკის ქონა სქესობრივი კავშირის არქონის სანდო ნიშანი არ არის.

ქალის საქალწულე აპკი შეიძლება დაიშალოს არა მხოლოდ სქესობრივი აქტის, არამედ მაგალითად, სპორტის ან ტამპონების გამოყენებით.

 

 

ჯანმო ამბობს, რომ ქალიშვილობის ტესტირება ტარდება მინიმუმ 20 ქვეყანაში. იგი მოიცავს ინტრუზიულ ვაგინალურ გამოკვლევას, რათა შეამოწმოს საქალწულე აპკი ხელუხლებელია თუ არა.

ალენამ, რომლის სახელიც BBC- მ შევცვალა, ამბობს, რომ ის გააუპატიურეს და შემდეგ, როგორც მოზარდი, წლების განმავლობაში ოჯახი აიძულებდა, საქალწულე აპკის აღდგენას.

“ვგრძნობდი, რომ არჩევანი არ მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო” – ამბობს სააგენტოსთან საუბარში ალენა.

საბოლოოდ, მან ოპერაციაზე უარი თქვა, თუმცა ოჯახის მხრიდან ზეწოლა ისევ გაგრძელდა.

ყველაფერი კი  მაშინ დამთავრდა, როცა ისეთ ადამიანზე დაქორწინდა, რომელსაც მისი “საქალწულე აპკის” ხელშეუხებლობის საკითხი არ აწუხებდა.

ალენას თქმით, ამაყობს, რომ პროცედურაზე უარის განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g