სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საკითხის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ თემის დაშვებას ბოლომდე შეეწინააღმდეგება.
„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს,“ – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს და დეპუტატ ლევან კობერიძეს, რაზეც ზოიძემ უპასუხა, „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე“.
უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, აღნიშნული ცვლილებებით ხომ არ შეიზღუდებოდა მხოლოდ პატარა სკოლ-კლუბები და დიდები დარჩებოდნენ უკონკურენტოდ.
„ზუსტად ეს გვინდა, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში ისეთივე პირობები იყოს დაშვებული, როგორც ეს სამორინეებში მოხდა, ანუ თამბაქოს მოწევა გახდეს დაშვებული.