LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაეჯახა ტეილორ სვიფტის სახლს და რატომ ითხოვდა ის მომღერალთან შეხვედრას

111
tei

ვირჯინიელი მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მანქანით ტეილორ სვიფტის ნიუ-იორკის აპარტამენტში შეიჭრა, პოლიციამ დააკავა. როგორც nbcnewyourknews წერს, 31 წლის მორგან მანკი მალევე, ღამის 3 საათზე აიყვანეს.

როგორც პოლიციამ თქვა, ის შენობას შეეჯახა და წარუმატებლად ცდილობდა, შიგნით შეღწევას. პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, მანკი არ აპირებდა ტერიტორიის დატოვებას, სანამ ტეილორს არ შეხვდებოდა. 

ვირჯინიელი მამაკაცი ჯერ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის დააკავეს.

ცნობილი არ არის, მას ჰყავს თუ არა ადვოკატი. “მობილური ტელეფონი კი, რომელიც მანკის საკუთრებაა, ამ დროისთვის გამორთულია” – წერენ სააგენტოები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g