LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ… ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც – ვინ არის ქეთათოს რჩეული

22018
Untitled design - 2022-01-31T002421.090

მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო გადაცემას „ბაიასთან“ სტუმრობდა, სადაც მან სიყვარულზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეწვია.

„მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ. ოჯახის შექმნა არ გულისხმობს ხელის მოწერას, ჯვრისწერას… მე ირაკლისთანაც არ მიმიცია ამისთვის ოფიციალური ფორმა.

უბრალოდ, როცა გინდა ადამიანზე ზრუნვა, ის თანდათან ხდება შენი მეორე ნახევარი. ზუსტად ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც და ჩემსა და გივიკოს შორისაც. გავიცანით ერთმანეთი და როცა ადამიანებს შორის სატელეფონო საუბრებიც კი ჩვეულებრივზე დიდხანსაა, ეს არის

მიზიდულობის მომენტი, ინტერესი, ეს იშვიათად ხდება. ირაკლი გავიცანი 16 წლისამ და 17-ის ვიყავი, როცა ცხოვრება ერთად დავიწყეთ.

მე თვითონ ვიპოვე ირაკლი, სტუმრად მივედი მასთან სახლში მეგობრებთან ერთად. ირაკლი ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან. კარი გელამ გააღო. გელა და ირაკლი რაღაც საბუთების გასაკეთებლად მიდიოდნენ. ირაკლი ფეხსაცმელს იკრავდა და ქვემოდან ამომხედა.

პირველი კადრიც მახსოვს.. როცა ნანას ვუყურებ, ნანაში ვხედავ ირაკლის, მისი ღიმილი მახსენდება ხოლმე, კმაყოფილი ღიმილი, ბედნიერების შეგრძნება, გადმომხედავდა ხოლმე… ზოგადად, სულ მახსოვს“ – ამბობს ქეთათო „ბაიასთან“.

ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქე­თა­თოს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი “ინ­სტაგ­რამ­ზე” ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა სა­ჯა­როდ მის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობ­და.

ქეთათოს სოციალური ქსელიდან ცნობილი ხდება, რომ მისი რჩეული გივი ფანცულაიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g