LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ უკრაინა არ იქნება, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე – ბორის ჯონსონი

52
BeFunky-collage (1)

რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთს მზად აქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში.

მისივე განცხადებით, კრემლის ამბიციები გაგრძელდება და უკრაინა არ იქნება ერთადერთი, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდებოდა.

“რუსეთი ცდილობს ამ მნიშვნელოვან მიღწევას ძირი გამოუთხაროს და ევროპის უსაფრთხოების რუკა გადახაზოს, ცდილობს ახალი იალტასა და გავლენის ზონების დამყარებას. მხოლოდ უკრაინა არ იქნება, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდებოდა, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე. ამიტომ ეს მომენტი ძალიან კრიტიკულია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგეთ ისე, როგორც ვართ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონი კიევში პირველ თებერვალს ჩავიდა ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g