LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოს“ 46-მა ბენეფიციარმა კონტრაქტის პირობები არ შეასრულა

85

„აწარმოე საქართველოს“ 46-მა ბენეფიციარმა, რომელთა დაფინანსებამ 315 104 ლარი შეადგინა, კონტრაქტის პირობები არ შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე სსიპ აწარმოე საქართველოში ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რის ფარგლებშიც ხელშეკრულება 4 კომპანიასთან აქვს გაფორმებული. კონტრაქტორები უშუალოდ ახორციელებენ პროგრამის იმპლემენტაციას და გასცემენ რეკომენდაციებს სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარის(ების) თანადაფინანსებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც კონტრაქტორი სააგენტოს მიაწვდის ინფორმაციას შერჩეული კანდიდატების შესახებ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დააფინანსების შესახებ.

დაფინანსების შემთხვევაში სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სააგენტო უფლებამოსილია უკან მოითხოვოს ბენეფიციარის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხა. მთავრობის დადგენილებით და კონტრაქტორ კომპანიებსა და „აწარმოე საქართველოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კონტრაქტორი ვალდებულია „აწარმოე საქართველოს“ წარმოუდგინოს ბენეფიციარების მონიტორინგის პერიოდული ანგარიშები, რაც ხშირ შემთხვევაში არ სრულდება. „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონტრაქტორების მეშვეობით.

შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ ვერ ფლობს სრულ ინფორმაციას პრობლემური ბენეფიციარების შესახებ. „აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, 46-მა ბენეფიციარმა, რომელთა დაფინანსებამ შეადგინა 315,104 ლარი, არ შეასრულა კონტრაქტის პირობები. აღნიშნული თანხა „აწარმოე საქართველოში“-ს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული, როგორც მოთხოვნა და არც მათი დაბრუნებისთვის განხორციელებულა ქმედებები. ამასთან აღსანიშნავია, რომ სააგენტოში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები რაც უზრუნველყოფდა კონტრაქტორების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებას“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g