LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკურ პერიოდს გადავდივართ, სერიოზული დატვირთვაა პირველადი ჯანდაცვის სექტორზე – გამყრელიძე

184
5f17fc41ab119

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 23 000-ზე მეტ ადამიანს. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ.

ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ – გამყრელიძე იმუნიზაციის საბჭოს ახალ გეგმაზე

„ბოლო 3-4 დღეა ერთ დონეზეა ინფიცირების შემთხვევები, 20-25 ათასის ფარგლებშია. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. დადებითობის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, რაც ერთ-ერთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია აქტიურად ცირკულირებს.

კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ სიტუაცია როგორ განვითარდება.

ჰოსპიტალსა და რეანიმაციებზე დატვირთვა არ იზრდება. სერიოზული დატვირთვაა ლაბორატორიულ სექტორსა და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 8 326, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30,05%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 24,27% ხოლო 7 დღის მანძილზე — 27,36%.

ამასთან, 2 თებერვალს ჩატარდა 5 411 აცრა.

გაბუნია: ოჯახის ექიმები კიდევ დაემატებიან… მოლოდინის ხანგრძლივობა შესაძლებელია გაგრძელდეს მაქსიმუმ 48 საათამდე

12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g