LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: ოჯახის ექიმები კიდევ დაემატებიან… მოლოდინის ხანგრძლივობა შესაძლებელია გაგრძელდეს მაქსიმუმ 48 საათამდე

118
BeFunky-collage (50)

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ათასი აქტიური შემთხვევაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“შემთხვევების რაოდენობა მაღალია. კლინიკებში დაახლოებით აქტიური შემთხვევების 3.6%-მდეა გადაყვანილი, ამ დროისთვის 3000-მდე საწოლი თავისუფალია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის მობილიზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზარდი ნაკადის მართვისთვის აუცილებელია კიდევ მეტი ოჯახის ექიმის ჩართვა.

„ოჯახის ექიმები ერთვებიან აქტიურად ვირუსის მართვაში, რაც გვეხმარება ძალიან, თუმცა საჭიროა კიდევ დაემატოს რესურსი. მომდევნო დღეებში ოჯახის ექიმები და კლინიკები კიდევ დაემატებიან იმისთვის, რომ არ გვქონდეს შეფერხებები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 2 000 ოჯახის ექიმია და პროგრამაში 60% უკვე ჩართულია, რაც მომდევნო დღეებში კიდევ გაიზრდება.

“ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდნენ ბენეფიციარებს. მოლოდინის ხანგრძლივობა შესაძლებელია გაგრძელდეს მაქსიმუმ 48 საათამდე. ასეთი დიდი ნაკადის პირობებში შესაძლებელია იყოს გარკვეული დაყოვნებები, თუმცა ვცდილობთ ასეთი დაყოვნებები შემცირდეს”, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g