LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუქარის გამო Novaya Gazeta-ს ჟურნალისტი რუსეთს ტოვებს

123
sdsdsd.png

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „Novaya Gazeta“ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტს, ელენა მილაშინას რუსეთიდან სხვა ქვეყანაში აგზავნის.

გამოცემის რედაქციის განცხადებით, ქვეყნიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება ჩეჩნეთის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული არაერთი მუქარის გათვალისწინებით მიიღეს.

მათივე თქმით, ჟურნალისტი უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებს და მისი ადგილმდებარეობა არ შეაფერხებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის თემის გაშუქებას.

“შექმნილი ვითარების გამო, რომელიც ფედერაციის მთავრობასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს შორის ჩამოყალიბდა, ასევე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელისუფლებო რგოლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული მრავალრიცხოვანი პირადი მუქარის გათვალისწინებით, რედაქტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ელენა მილაშინა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გაუშვან”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g