LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიხოცებით, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო…

109

12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო.
ჩვენ მინისტრთა საბჭოს შენობა – მას სოხუმის რაიხსტაგსაც ეძახდნენ ჩეჩნები, – ყოველი მხრიდან ალყაში მოვაქციეთ, მაგრამ მიახლოებას ვერ ვახერხებდით, შენობის წინ ღია ადგილია და მხოლოდ მებრძოლებს თუ ჩაგვიხოცავდნენ ქართველები, რადიოკავშირით ქართველების ტალღაზე დავჯექი. ულტიმატუმი წავუყენეთ – ჩაგვბარდითო. დავიხოცებით, მაგრამ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო, – გვიპასუხეს (რა უცნაური ხალხია ეს ქართველები, მთელი ომის მანძილზე მაკვირვებდნენ). ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოვთხოვეთ ჩაბარება. ამჯერადაც უარი მივიღეთ. შენობის მაღალ სართულებზე განაწილებული მათი სნაიპერები დროს უქმად არ კარგავდნენ. ერთი ყაბარდოელი მოგვიკლეს, მერე ერთი მედდა და რუსი კორესპონდენტი.

ამ სიტუაციამ ბიჭები სულ გააგიჟა. სიკვდილს თვალებში უყურებდნენ, მაგრამ მაინც ქედმაღლურად უარს ამბობდნენ დანებებაზე. ბოლო 5 წუთი მივეცით მოსაფიქრებლად, ხმა არც კი გაგვცეს. ჩვენებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს შენობას. 6 სართული ერთბაშად აალდა. ვიღაცა ყვიროდა, – ახლა ნახეთ, როგორ ვირთხებივით გამოძვრებიან ქართველებიო, მაგრამ არავინ ჩანდა, ეტყობა, უკანასკნელ ტყვიასაც დახარჯავდნენ შენობის დასაცავად. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვიდნენ, 13-14 კაცი იქნებოდა, ყველას სამხედრო ფორმა ეცვა, მხოლოდ ერთს ეცვა რაღაც ნაცრისფერი ქურთუკი (ჟიული შარტავა). მუსამ დაიძახა, – ნახე, როგორ დგანან. თითქოს ომი, მათ კი არა, ჩვენ წაგვეგოსო და მიცვივდნენ საცემრად. შენობის მარჯვენა ფლიგელზე გამარჯვების დროშა სოხუმის ბატალიონის მეომრებმა ააფრიალეს. მინისტრთა საბჭოს შენობის წინ კიდევ რამდენიმე საათი ვიყავით. ცეცხლი რომ მინელდა, ორი მოხალისე – ერთი ჩემი თანამემამულე იყო, არსენ აფენდიევი, მეტსახელად “მონღოლი” და პოლონელი იანოშ გაიდვა სახურავზე აძვრნენ, ქართული დროშა ჩამოხსნეს და აფხაზური აღმართეს. შენობიდან რომ გამოდიოდნენ, მოულოდნელად მესამე სართულიდან ვიღაცამ ესროლა და ორივე ჩვენ თვალწინ დახოცა. ამას ნამდვილად არ ველოდით. ჩეჩნები შეცვივდნენ შენობაში და გამოათრიეს მკვლელი. ქართველი იყო. ფეხები დამწვარი ჰქონდა. ჯერ მაგრად სცემეს, მერე მუსამ ხეს მიაყუდა და „მუხა“ ესროლა. ჩაგვიმწარდა იმ დღეს გამარჯვების აღნიშვნა.”

ყაბარდოელი დაქირავებული მეტყვიამფრქვევე მაშკას მოგონებიდან

დღეს სოხუმის დაცემის დღეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g