LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძე რთული პერიოდის შესახებ: „ჩემი მეუღლე თითქმის სამი წელი იყო საავადმყოფოში, გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა…“

6874
გიგა კვენეტაძე ოჯახთან ერთად

მომღერალი გიგა კვენეტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ გამოვლილი რთული პერიოდის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და აღნიშნავს:

„ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო, როცა ჩემი მეუღლე გახდა ავად და ერთი წლის ნიკუშასთან ერთად მარტო დავრჩი. ჩემი მეუღლე თითქმის სამი წელი იყო საავადმყოფოში, გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა. ყველაზე რთული იყო რეაბილიტაციის პერიოდი, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩით. ამ ყოველივესთან ახლოსაც ვერ მივა ის სირთულეები, როცა მოსკოვში ჩამოვედი და არავინ ვიყავი, ბევრი რომ ვიშრომე და ვიწვალე. ეს სასაცილოდაც კი მეჩვენება იმ სამ წელთან შედარებით. მთავარი ადამიანის ჯანმრთელობაა და სხვა ყველაფერს აუცილებლად მოეძებნება გამოსავალი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g