ავსტრალია 21 თებერვლიდან სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. ინფორმაცია ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა გაავრცელა და თქვა, რომ თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, ავსტრალიის საზღვრების დახურვის თაობაზე.
“თუ თქვენ ხართ სრულად ვაქცინირებული, მოუთმენლად გელოდებით ავსტრალიაში”, – დასძინა მორისონმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან, ავსტრალიამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს.