ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1 000-1 500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.
ფოტო მთავარ სლაიდზე: ინტერპრესნიუსი