LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: Coldplay და სელენა გომესი სასიყვარულო სიმღერას ავრცელებენ

278
page

ჯგუფმა Coldplay და სელენა გომესმა ახალი სიმღერა, Let Somebody Go და კლიპი გაავრცელეს. სიმღერა საოცრად ემოციური და ჟღერადია, შავ-თეთრი კლიპი კი საოცრად შთამბეჭდავი. ემოციურ კადრებში კრის მარტინი და გომესი ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებიან.

ფოტო: „ჩემი ურთიერთობები დაწყევლილი იყო, ისინი მე მიყენებდნენ“ – სელენა გომესი „ვოგის“ გარეკანზე

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი – Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს მარტინის ინტერვიუ გავრცელდა, მისი განცხადებით, მალე ბენდი დაიშლება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კოლექტივი კიდევ 4 ალბომს გამოუშვებს.

Coldplay 2025 წლიდან სიმღერებს აღარ გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები