LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა

145
შვედეთი

შვედეთში „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია – Euronews ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში აცრების დამადასტურებელი საშვების წარდგენის ვალდებულება გაუქმდა და შეკრებებისთვის დაწესებული წესები შემსუბუქდა.

მთავრობის რეკომენდაციაა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობის დროს მოქალაქეებმა პირბადე ატარონ და სიმპტომის გამოვლენის დროს სახლში დარჩნენ.

„პანდემია არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ შევდივართ სრულიად ახალ ფაზაში. ცოდნა გაუმჯობესდა. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.

ცნობისთვის, გასულ კვირაში შეზღუდვები დანიამ და ნორვეგიამაც გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g