LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულოცავ “ფორტუნას” პროფესიულ დღესასწაულს, ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას ჩემი და სიმფონიური ორკესტრის მიმართ: ნიკოლოზ რაჭველი

107
ნიკოლოზ რაჭველი

2011 წლიდან, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება.

დღე, რომლის დაარსების ინიციატორიც იუნესკოა, წელს უკვე მეთერთმეტედ ახსენებს მსოფლიოს რადიოს მნიშვნელობას.

რადიოს საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი რადიოს უფრო მეტად განვითარება და პოპულარიზაციაა.

იუნესკოს შეფასებით, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენება კვლავ ადასტურებს, რომ რადიო მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება და სწორედ “რადიოსა და ნდობას” ეხება რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც.

ამ დღის აღსანიშნავად, წელს იუნესკო მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე იწვევს და რადიოსადგურის დამფუძნებლებს სთავაზობს, მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარონ.

ქართული რადიო სივრცის ლიდერ რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ღირსშესანიშნავ თარიღს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ულოცავს:

“მუსიკოსისთვის რადიო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, მუსიკოსებს ყოველთვის გვსურს, მუსიკა სმენით იყოს აღქმული, რადგან მის სილამაზეს და სიდიადეს ვიზუალური ეფექტი არ სჭირდება.

მედია სივრცეში რადიო ყველაზე ახლოს არის კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შინაგან სამყაროსთან. რადიოს მეშვეობით მუსიკის სათქმელს ვისმენთ და ჩვენივე წარმოსახვით მივყვებით მუსიკას, სხვანაირად შევიგრძნობთ მას, ამიტომ რადიო ძალიან მიყვარს.

არაერთხელ მქონია გადაკვეთა სხვადასხვა რადიო სადგურთან, ჟურნალისტებთან, კრიტიკოსებთან, ხელოვნების მცოდნეებთან, რომელთაც ცხოვრება რადიოს მიუძღვნეს, ამიტომ ვიცი, რამხელა შრომასთან და თავგანწირვასთან არის დაკავშირებული.

მინდა, ყველა რადიო სადგურის ყველა თაობის წარმომადგენელს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ძალიან დიდი წარმატება ყველა იმ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებენ.

განსაკუთრებით რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” ვულოცავ ამ პროფესიულ დღესასწაულს, მის ყველა თანამშრომელს, არა მარტო მათ, ვისი ხმაც გვესმის, არამედ ტექნიკურ გუნდსაც, რომელიც უზრუნველყოფს რადიოს ფუნქციონირებას.

მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო, რადგან ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას ჩემი და სიმფონიური ორკესტრის მიმართ”, – აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი.

ზურა ხაჩიძე: ქართული მუსიკისა და შოუბიზნესის განვითარებაში “ფორტუნას” უზარმაზარი წვლილი მიუძღვის, მიყვარხართ და მთელი გულით გილოცავთ რადიოს დღეს

“ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა: რატი დურგლიშვილი

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია 1997 წლის 31 დეკემბრიდან იწყება – 24 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად გავიდა.

დღეს კი რადიოჰოლდინგი ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და ლიდერ პოზიციებს იკავებს ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

ვულოცავ “ფორტუნას“ რადიოს დღეს, ძალიან მიყვარხართ, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებთ და დიდ მადლობას გიხდით: მერაბ სეფაშვილი

“ფორტუნას” დამსახურებაა “სახეს” წარმატება და ჩემი სოლო კარიერის განვითარება: დათო ხუჯაძე “ფორტუნას” რადიოს მსოფლიო დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g