LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი ლოკოკინების წარმოებას გვირჩევს: „ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია“

108
6207bab020673

„მინდა აღვნიშნო ის ქართული პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე — ლოკოკინა. შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ, თუმცა ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩის თქმით, ის აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის ბაზარზე ახალი ქართული პროდუქტის გაძლიერების მიმართულებით.

„ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე ახალი ქართული პროდუქტის გაძლიერებას“, – დასძენს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ,2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაახლა რეგულაცია 2002/34, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს სხვა პროდუქტებთან ერთად, ევროკავშირში ლოკოკინები გაიტანოს. აღნიშნული, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელდა. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ლოკოკინები კვების წარმოებაში გამოიყენება. ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და საქართველო, მისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ლოკოკინების წარმოებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევა. ამჟამად, საქართველოში ლოკოკინები, დაახლოებით, 50 ფერმაში იწარმოება.

ლოკოკინების წარმოება, ამ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნის, დაბალი საწარმოო ხარჯებისა და მაღალი შემოსავლების გამო, მიმზიდველ საქმიანობად მიიჩნევა. საქართველოში ფერმერებს წარმოების დაწყება 0.5 ჰა მიწის ფართობზეც შეუძლიათ, ხოლო წარმოებულ პროდუქტს ევროპის ბაზარზე 10 ლარზე მეტ ფასად გაყიდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g