LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ორსული რიანა ბედნიერებას ასხივებს – წყვილის დატვირთული უქმეები

480
page

ახლა რიანა შოუბიზნესის სამყაროს ყურადღების ეპიცენტრშია, ბარბადოსელი ლამაზმანი ორსულადაა. ბოლო კვირების განმავლობაში 33 წლის რირი ხშირად ხვდება ფოტოობიექტივში, საზოგადოება კი მის ეპატაჟურ ტანისამოსზე საუბრობს. რირი ბოლო თვეშიც კი საკმაოდ პიკანტურად იცვამს.

რიანა და A$AP Rocky ბარბადოსში დაქორწინდებიან – უკვე ცნობილია ბავშვის ნათლიის ვინაობა

ფოტო: როგორ გვეცვას ორსულობის ბოლო თვეს – 33 წლის რიანას ეპატაჟური გამოჩენა

გასული უქმეები რიანა და მისი საქმრო, A$AP Rocky ჯერ ღამის კლუბში მიმავალნი გადაიღეს, შემდეგ კი ისინი რიანას მაღაზიაში გამოჩნდნენ.

კლუბისთვის 33 წლის არტისტმა ზურმუხტისფერი, მოშიშვლებული ტოპი მოირგო. ოფიციალური გამოჩენისთვის კი წყვილი კლასიკურ ტანისამოსში გამოეწყო, რიანას ალისფერი პლაშჩი ამშვენებდა, მის რჩეული კი კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

ჯინსის შარვალი, ქურქი ლეოპარდის პრინტით და ტოპი –  ორსული რიანას დღის ,,ლუქი” ყველა რეკორდს ხსნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები