LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ქვეყანა ელოდება ანტივირუსულ ახალ წამალს, რომელსაც გართულებებისგან 90 %-იანი დაცვა აქვს

379
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა ელოდება ანტივირუსულ წამალს, რომელსაც გართულებებისგან 90 %-იანი დაცვა აქვს.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც – “ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მარტში შესაძლოა ე.წ. ადაპტირებული ვაქცინები შემოვიდეს და ვაქცინების შემოტანის შემთხვევაში, ხომ არ შეიძლება ამ ვაქცინამ სრულად ჩაანაცვლოს “ფაიზერის” შემოტანის საკითხი”.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, “ფაიზერისა” და “მოდერნას” კომპანიები მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც ომიკრონის შტამის წინააღმდეგ მუშაობს:

“დაგიზუსტებთ, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” მუშაობს ომიკრონადაპტირებულ ვაქცინაზე, ანუ ვაქცინაზე, რომელიც ომიკრონის შტამზე მუშაობს.

ესენი გახლავთ კლინიკური კვლევის ბოლო ფაზებში და დაანონსებული იყო, რომ მარტის ბოლოსთვის, პირველ რიგში,”ფაიზერს” და შემდეგ “მოდერნას” ეს კვლევები უნდა დაესრულებინა, თუმცა იგივე “ფაიზერის” განცხადებებიდან ჩანს, “ფაიზერის” ვაქცინის ბუსტერს მთავარი გართულებებისგან სერიოზული დამცველობითი უნარი აქვს.

“ომიკრონი” გამოდგა ისეთი შტამი, რომ გიდასტურებთ, ჩვენს მასალაზეც გაანალიზებული გვაქვს, დაახლოებით, 40-50 %-ში, იანვარში და თებერვალში ვისაც ომიკრონი დაემართა, ორჯერ იყო აცრილი და ვისაც ბუსტერი ჰქონდა გაკეთებული, იქ შედარებით ნაკლები იყო დაინფიცირების შემთხვევები.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, იქ, ჩემი აზრით, კიდევ ამ კონტექსტიდან იყო, რომ ქვეყანა ელოდება ძირითადად ანტივირუსულ ახალ წამალს, (“ფაიზერის” ერთ-ერთი ინოვაციური პრეპარატი არის) რომელსაც 90 %-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან და ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და უკვე დაზუსტებული არის, რომ ქვეყანამ ეს უნდა მიიღოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

magti 5g