LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიერნის ფეხბურთელებს სიკვდილით ემუქრებიან

50
police-investigate-as-bayern-munich-stars-including-robert-lewandowski-manuel-neuer-and-serge-gnabry-receive-death-threats-in-anonymous-letter-scaled

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებს სიკვდილის მუქარა გაუგზავნეს. საუბარია მეკარე მანუელ ნოიერზე, ნახევარმცველ სერჟ გნაბრისა და ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკიზე.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად შეტყობინება „სანკტ პაულიში“ მივიდა, რომელიც მეორე ბუნდესლიგის კლუბმა სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

პოლიციელები სრულ მზადყოფნაში არიან. ისინი დაეძებენ გამომგზავნს, რომელმაც შესაძლოა გვარიანი სასჯელი აირტყას.

კლუბში კი მსგავს მუქარას სერიოზულად უყურებენ და პოლიციაც ცდილობს გაარკვიოს ვისგან შეიძლება ის მოდიოდეს. ეს შეტყობინებები წააგავს იმას, რაც მანამდე „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიშს მიუვიდა ფანებისგან, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა აწ უკვე ყოფილ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები