ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პოსტკოვიდურ გართულებებზე წერს, რომლის მართვა მისი თქმით საქართველოში ყველაზე რთულია.
ფხაკაძე ამბობს, რომ ამ სიტუაციიდან პირველი გამოსავალი არის კოვიდი არ დაგვემართოს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, აუცილებლად უნდა აიცრათ გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში.
„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია.
რა იწვევს პოსტკოვიდს? კოვიდი❗️
რა ვიცით პოსტ კოვიდზე? ის ვერაგია❗️
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი “ურტყამს” ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია.
კოვიდის შედეგად ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე?
დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები),
დისფაგია (ყლაპვის გაძნელება),
თავბრუსხვევა,
ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა),
ორთოსტატული ჰიპოტენზია / პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და
დიარეა.
გამოსავალი? არ აიკიდოთ კოვიდი❗️
თუ დაგემართათ კოვიდი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მოძებნეთ დარგის სპეციალისტი და არა “ფეისბუქექსპერტი”.
კოვიდის გადატანის შემდეგ, აუცილებლად აიცერით გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში და მე-2 დოზაც არ დაგავიწყდეთ❗️
ჯანმრთელობას გისურვებთ“. – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.