LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძე ნათია თურნავაზე პირველ კომენტარს აკეთებს – დასაქმდება თუ არა ექს-მინისტრი ეროვნულ ბანკში

153
ipiccy-image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება.

გვენეტაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურნავას კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

„იმისთვის, რომ პიროვნება გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე, ის ჯერ უნდა გახდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g