LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 7 ქართული კომპანია მონაწილეობს

81

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2018 წლის 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ  სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე – „Kids Turkey 2018” 7 ქართული კომპანია, კერძოდ: შპს „თამაშობანა“, შპს „კოდალა“, შპს „ჩიკატაი“, შპს „საგო“, შპს “Antsi”, შპს „შენი მწვანე სათამაშო“ და შპს „მწვერვალი“ იღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე ქართული კომპანიების მხრიდან წარმოდგენილია როგორც ხის ხელნაკეთი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, ასევე, სემეცნებითი თამაშები ბავშვებისთვის და ოტახის დეკორაციები. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 132-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს მსოფლიოს 44 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე – „Kids Turkey 2018”  მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g