LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელი კარგად დავხურეთ, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 50 %-მდეა გაზრდილი: შს მინისტრი

68
ვახტანგ-გომელაური-4

შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანაში დანაშაულის შემცირებულ სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის პარალელურად, – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია.

შესაბამის მონაცემებზე ვახტანგ გომელაურმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო თათბირზე ისაუბრა.

“მე მგონი, 2021 წელი კარგად დავხურეთ, შედარებით შემცირებულია დანაშაულის რაოდენობაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 50 %-მდეა გაზრდილი და, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი თქვენი, თქვენი თანამშრომლების, გამომძიებლების, ოპერატიული მიმართულებით მუშაობის. ეს არის თქვენი და თქვენი თანამშრომლების დამსახურება და მინდა, ყველას მადლობა გითხრათ.

ასე უნდა გავაგრძელოთ 2022 წელსაც, მინიმუმ, უნდა შევინარჩუნოთ და, მაქსიმუმ, უნდა გავზარდოთ” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

magti 5g