„ელეგანტურობის ახალი განზომილება“ – დემნა გვასალიას ფრაზა პარიზის მოდის კვირეულის სიმბოლოდ იქცა. მოდა ეს არის პლატფორმა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ მოდის კვირეულის მიმართ ინტერესი როგორც წესი, ძალიან დიდი იყო. „ვოგი” შეეცადა საუკეთესო დიზაინერთა რეიტინგი შეედგინა და საუკეთესოთა შორის საერთო ისაა, რომ მათ თაობათა განმასხვავებელი ნიშნები ერთ მთლიანობად აქციეს. პროგრესულმა აზროვნებამ მოდის პარიზული ხედვა რადიკალურად შეცვალა და ადამიანის ინდივიდუალიზმი წინ გამოიტანა. ვალენტინო, პაკო რაბანი, დრის ვან ნოტენი, ლუევე, ბალენსიაგა, რიკ ოუენსი, მარჯიელა, შანელი, ლუი ვიტონი, ჯუნია უათანაბე – ეს ის დიზაინერები არიან, რომლებსაც ადამიანის გაბედნიერება სიამოვნებას ანიჭებთ. მათ ინტელექტუალური ძალისხმევა, ინოვაციები და რეალობის ახლებული ხედვა გააერთიანეს.
ვალენტინო
ვალენტინო ზედმეტად დიდებული და ამავდროულად ძალიან უბრალო იყო. სეზონზე, როცა მოდაზე ამდენი ისაუბრეს და ტანსაცმლის შექმნა განსხვავებულ დონეზეც აიყვანეს,ვალენტინომ თითქოს საბოლოო წერტილი დასვა.
პაკო რაბანი
ნიჭიერმა დიზაინერმა აქცენტი კლიმატზე და სამყაროს გამოძახილზე გადაიტანა. მისმა კოლექციამ მნახველი დიდი ქალაქისგან შორს წაიყვანა და თანამედროვე ჰიპის სული შეაგრძნობინა. პაკო რობანის სამოსი დიდი შრომის შედეგია და ეს თითოეულ დეტალში იგრძნობა.
დრის ვან ნოტენი
ვან ნოტენის კოლექცია ზედმეტად განსაკუთრებული იყო და მან შექმნა სამოსი, რომლის ტარებაც თანამედროვე ქალს განსაკუთრებულად მოეწონება. შეიძლება ითქვას, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექცია დიზაინერის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ლუევე
ანდერსონმა თავისი მოდელები უინესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში გამოიყვანა და ისინი თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედებით შემოსა. ხოლო, ის ფაქტი რომ სამოსიცა და აქსესუარებიც ხელით იყო შექმნილი, თითოეულ ლუქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.
ბალენსიაგა
დიდი ზომის ტანსაცმლისა თუ ირონიული ლოგოტიპების პოპულარობაზე პასუხისმგებელი დიზაინერის კარიერაში, ერთადერთი რამ – პრობლების პრაგმატულად გადაწყვეტაში ინოვატორობაღა აკლდა. გვასალიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა, როცა წითელი კაბა ერთი ხელის მოსმით შეკერა და თანაც ეს თავისი ბოიფრენდის ტანზე გააკეთა.
რიკ ოუენსი
ოუენსის სამოსი მნახველს წარსულში ამოგზაურებს და ქალღმერთებისა და სუპერ-გმირების ყოფას შეაგრძნობინებს. სამოსი ისეთი დეტალებით იყო გაფორმებული, რომ მოდელები მართლაც არაკონსტრუქციულად სექსუალურები იყვნენ.
მარჯიელა
პოდიუმი ჰიპის ფორმაში გამოწყობილმა ბიჭებმა დაიპყრეს და მათი შარვლები რაღაცით გველის ტყავს ჰგავდა. კოლექციაში მარჯიელას ტრადიციული ხედვა იგრძნობოდა და ალბათ ეს არის კიდეც მისი წარმატების საწინდარი – საკუთარი თავის რწმენა და პირადი შეხედულებების პატივისცემა.
შანელი
ლაგერფილდმა პოდიუმზე ტროპიკული სანაპირო გააცოცხლა და სტუმრებს დასვენების საშუალება მისცა. მიუხედავად თანამედროვე სპეც-ეფექტებისა შანელი მაინც შანელი იყო და პარიზული ტარდიცია თუ სტილის შეგრძნება ბოლომდე დაიცვა.
ლუი ვიტონი
ვიტონმა ვირტუალი რეალობა გააცოცხლა, ამასთან 1980-იანი წლების მოდაც გაიხსენა და მოდის გურუებს ტკბილი მოგონებებიც გაუღვიძა.
ჯუნია უათანაბე
ჯუნია თავის საუკეთესო ლუქებს მაშინ ქმნის, როცა ყველაზე რომანტიკულ განწყობაზეა. მისი ახალი კოლექციაც მოკლედ და ლაკონურად შეაფასეს : „როკ მუსიკაში გამოხატული ყველაზე რომანტიკული გრძნობები.“