LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

203
2021-12-16T132004Z-1871629321-RC2KFR932GEC-RTRMADP-3-UKRAINE-CITYSCAPE

გერმანია და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და თუკი ისინი იქ იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

“უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა იმატებს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილების მასიური ყოფნისა და გადაადგილების ფონზე. სამხედრო დაპირისპირება ნებისმიერ დროს შესაძლებელია,” – წერია განცხადებაში და აქვე ნათქვამია, რომ თუკი რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, საჭიროების შემთხვევაში საკონსულო დახმარება ხელმისაწვდომი არ იქნება.

მსგავსი განცხადება გაავრცელა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „ომის ტიპის მოქმედებები“ შესაძლოა მათთვის ფატალურ საფრთხეებს ქმნიდეს.

ასევე დღეს საფრანგეთმა მზარდი დაძაბულობის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ თავის მოქალაქეებს ადგილის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g