უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი უკრაინაში რჩება.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფისის თანამშრომლები იუწყებიან, დროებით სამუშაოდ ლვოვსა და ბრიუსელში გადავლენ.
„ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი.
ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს“, – აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე 450-ზე მეტი მაღალჩინოსანი რუსეთ-უკრიანის კრიზისზე მსჯელობს, მათ შორისაა საქართველოს მთავრობის მეთაურიც.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. მისი თქმით, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას უპრეცედენტო ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს.
თუ კრემლს თავის საზღვრებთან ნაკლები ნატოს ხილვა სურს, ის უფრო მეტ ნატოს მიიღებს: იენს სტოლტენბერგი