LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულ გაწყვეტას განიხილავს – ზელენსკი განმარტავს, რა ვითარებაში გამოაცხადებს ქვეყანაში საომარ მდგომარეობას

104
https---d1e00ek4ebabms.cloudfront.net-production-1ea4b260-00d9-4697-b825-43289a06800e

ვლადიმირ პუტინის მიერ “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის” შემდეგ, უკრაინა განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულ გაწყვეტას. უკრაინული „ინტერფაქსის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იდეა ესტონეთის პრეზიდენტ ალან კარისთან შეხვედრისას წამოაყენა.

„ნუ დაიცდით, სანამ ეს [დამატებით ესკალაცია] მოხდება, რადგან აგრესიის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები.

ამასთან, ალან კარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებას მხოლოდ რუსეთის არმიის მიერ სრულმასშტაბიანი შეტევის შემთხვევაში აპირებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ არ იქნება ძლიერი ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ იქნება ფართო ესკალაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. თუ იქნება, საომარი მდგომარეობაც დაწესდება”, – თქვა ზელენსკიმ.

“14 წლის შემდეგ განმეორებული სცენარი” – როგორ აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკური სპექტრი

mazda magti 5g