LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვი – 5 წესი ექიმ კომაროვსკისგან

691

ექიმი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ ვიდეორგოლში 5 აუცილებელ წესზე საუბრობს, რომელიც მშობლებს ჯანმრთელი ბავშვის აღზრდაში დაეხმარება.

  1. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჯერ კიდევ ჩასახვის მომენტიდან ვიწყებთ;
  2. დედობა შეიძლება იყოს მოვალეობა ან ბედნიერება. ამიტომ უნდა ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ ბედნიერი მშობლები. თუ თქვენ ამას სწავლობთ წინასწარ, მაშინ თქვენი შესაძლებლობები ნებისმიერი ექიმის, ბებია-ბაბუის და ზოგადად, ყველას შესაძლებლობაზე მაღლა დგას.
  3. თქვენი შვილის არავის სჭირდება თქვენს გარდა. არაა სჭირო ვინმეზე იყოთ დამოკიდებული, არც ბებიაზე, არც მასწავლებელზე, არც სახელმწიფოზე, არც ექიმზე. ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
  4. ნუ გჯერათ ჯადოსნური ტაბლეტების. არსებობს ასეთი ცნება, მტკიცებითი მედიცინა. უნდა გვახსოვდეს, რომ წამლები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია კვლევებით, ძალიან ცოტაა. ნებისმიერ მიცემულ ტაბლეტზე, 50 პროცნტი პასუხისმგებლობის თქვენზე მოდის;
  5. ბავშვის ჯანმრთელობას მისი ცხოვრების წესი განსაზღვრავს. ვინ ქმნის ამ წესს? ისევ და ისევ თქვენ. უნდა იცოდეთ, რა არის კარგი და რა, ცუდი. ტემპერატურა, ტენიანობა, კვება, წყალი, ჰიგიენა, მოგზაურობა, ჰაერი, ყინვა, თქვენ ყველაფერი უნდა იცოდეთ ამაზე. და ცხადია, ბავშვთა უსაფრთხოება – ფანჯრების ბლოკირება, ეტლი ავტომობილში, ფეხსაცმელი, რომელიც არ ცურავს და მორჩა, იყავით ბედნიერები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g