LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

116
უკრაინელი სამხედრო

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სასაზღვრო რეგიონებში დამატებით რეჟიმს აწესებს.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის, ბელორუსიის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის (CADLO და ანექსირებული ყირიმი) და ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე, დაწესებულია დამატებითი დროებითი რეჟიმის შეზღუდვები:

  1.  ღამით სასაზღვრო ზონაში ყოფნა;
  2.  ნებისმიერი მცურავი ხომალდის გასვლა;
  3. საბაზისო წერტილებიდან მოძრაობა (გარდა სამხედრო, სამართალდამცავი ორგანოებისა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა) გზებზე, რომლებიც არ არის საავტომობილო გზების რეესტრში და მიდის სახელმწიფო საზღვრამდე.

როგორც უკრაინული მედია შსს-ზე დაყრდნობით წერს, უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ღონისძიებები დაინერგა სასაზღვრო რეჟიმის დაცვაზე კონტროლის გასაძლიერებლად, სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სხვა სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად.

ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა.

ამ გადაწყვეტილებას მხარი უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაუჭიროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g