მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედების დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, შეტაკებების შედეგად დაშავებულების, გარდაცვლილებისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება.
ერთ-ერთი უახლესი ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერიეს, მტერმა კი ზარალი განიცადა განადრგურებულ ტექნიკასთან ერთად, მტრის 50 ჯარისკაცი გაანადგურა:
“მტერმა ზარალი განიცადა. ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეს, რომელსაც თავს დაესხა რუსი აგრესორი, დაბრუნებულია.
თავდასხმის მცდელობისას განადგურდა ტექნიკა და დაიღუპა 50-მდე მტერი. ბედნიერება ჩვენს ხელშია!” – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით:
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს: UNIAN
უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
ყველაფერი რუსეთ-უკრაინის კრიზისისი შესახებ:
უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია
კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო
უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
აიძულეთ პუტინს გაჩერდეს – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს
NATO უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს