LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზარალდა სამხედრო ნაწილები: უკრაინული მედია

91
1

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, ოდესაში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა.

Unian-ის ინფორმაციით, მონაცემები ამ დროისთვის ზუსტდება, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ სამხედრო ნაწილებს ზიანი მიადგა.

“უნიანის” კორესპონდენტის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაისმა.

“საცხოვრებელი კორპუსები აფეთქებების შედეგად ზანზარებს. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა უნიანს განუცხადა, ის ხედავს, რომ შავი კვამლი ამოდის  ბაზრის მახლობლად”, – წერს მედიასაშუალება.

ამავე ცნობებით, აფეთქება მოხდა რკინიგზის ლიანდაგზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი სასწრაფო-სამაშველო ჯგუფი იყო განთავსებული და ასევე ქუჩაზე, სადაც სამხედრო ნაწილია განთავსებული.

დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია ზუსტდება.

ბოლო ცნობებით:

რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა: უკრაინული მედია

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს: UNIAN

უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია: რუსეთის თავდაცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g