LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე – ბოლოს ასეთი რამ 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს: დმიტრო კულება

98
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს Twitter-ზე ეხმიანება და წერს, რომ „ბოლოს ასეთი რამ მათ დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაესხათ თავს“.

მისივე თქმით, უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და ახლაც გაიმარჯვებს.

„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და გაიმარჯვებს ახლაც. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“,- წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.

ვიდეო: კიევზე თავდასხმა ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა – შედეგად 9-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g