LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კიევზე თავდასხმა ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა – შედეგად 9-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

309
111

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, კიევზე თავდასხმა ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.

„კიევზე დარტყმები ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა,“- ნათქვამია გერაშჩენკოს მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მან რეპორტიორებს გაუგზავნა.

გერაშჩენკოს განმარტებით, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან სახლში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„სასწრაფო დახმარების მანქანებს ადამიანები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არსებობს სახლის ჩამონგრევის საშიშროება“,- აცხადებს კლიჩკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები