სანამ რეალური დახმარება გამოჩნდება, ვირტუალური ძალა ერთიანდება იმისათვის, რომ უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში დაეხმაროს – ჰაკერული გაერთიანება “Anonymous” რუსეთის წინააღმდეგ კიბერომს იწყებს.
ამის შესახებ ვირტუალურ სივრცეში ცნობილი ჰაკერული კოლექტივი სოციალურ ქსელში, საკუთარ ვებგვერდზე წერს.
ანონიმური ჰაკერების კოლექტივი რესურსებს აერთიანებს და მნიშვნელოვან რუსულ სამთავრობო ვებგვერდებს უტევს.
ჯგუფის სამიზნე ასევე გახდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ქსელი – RT.com.
კოლექტივის მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ, უკრაინაში სამხედრო მოქმედების საპასუხოდ, წაშალეს ათობით რუსული ვებგვერდი:
“Anonymous ამჟამად ჩართულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოპერაციებში. ჩვენი ქმედებები მიმართულია რუსეთის მთავრობაზე. ეს გარდაუვალია, რომ კერძო სექტორიც დაზარალდება.
გვსურს, დაგარწმუნოთ ჩვენი კოლექტიური ქმედებების ჭეშმარიტებაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. გვინდა, რუსმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ვიცით – მათთვის ძნელია, რეპრესიების შიშით ხმამაღლა ისაუბროს დიქტატორის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია Anonymous -ის “ტვიტში”.
შეგახსენებთ, Anonymous 2003 წელს დაარსებული კიბერაქტივისტების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცნობილია კობერშეტევებით სხვადასხვა მთავრობასა და ორგანიზაციაზე.
#Anonymous is currently involved in operations against the Russian Federation. Our operations are targeting the Russian government. There is an inevitability that the private sector will most likely be affected too. While this account cannot claim to speak for the whole (con)
— Anonymous (@YourAnonNews) February 24, 2022